„სომხეთი აღიარებს მთიან ყარაბაღს, როგორც აზერბაიჯანის ნაწილს“,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 22 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ვაღიარებთ აზერბაიჯანის ტერიტორიას, რომლის ფართობია 86 000 კვადრატული კილომეტრია და ამაში მთიანი ყარაბაღიც შედის“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აღიარება ყარაბაღის სომხური მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტიების შემთხვევაში მოხდება.
რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში შეხვდნენ ერთმანეთს. მანამდე კი ვაშინგტონში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკება გაიმართა.
კომენტარები