ბიზნესმენი, დეპუტატ თაკო ჩარკვიანის მეუღლე, ჯონი გიგანი:
“მინდა საქართველოს გასაგონად ვთქვა,
ასეთი ვაჟკაცები, როგორიც მიშა კაპლანი იყო, თითზე ჩამოსათვლელია!
უკრაინაში, რაშიზმის წინააღმდეგ გმირულად დაღუპული მიშა კაპლანის პატრიოტულ ბიოგრაფიაში უმთავრესი მიზანი ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პოლიტიკურ ძალთა და ხალხის გაერთიანება იყო.
ჩვენი ქვეყანა ისევ რუსული ტერორის „კლანჭებშია“, რასაც 21-ე საუკუნეში ოლიგარქ ივანიშვილის ქართული „კლასტერი“ გულმოდგინედ ამყარებს!
მიშა კაპლანიც შეგნებულად შეეწირა რუსეთის ტერორს! უკრაიაში წასვლამდე თბილისში, მიშა კაპლანი პოლიტიკური ბრძოლის ყველა ბარიკადზე იდგა. მისი ხმამაღალი გამაერთიანებელი მოწოდებები აქციებზე, სოციალურ ქსელებში, პირად შეხვედრებში უდიდესი ღირსების, ვაჟკაცობის, სამართლიანი მუხტის მატარებელი იყო.
უკრაინაში საქართველოს დასაცავად წასულმა გმირმა, მიშა კაპლანმა თითოეული ჩვენგანის გასაკეთებელი საქმე გააკეთა! მისი გმირული აღსასრული ჩვენთვის შემაფხიზლებელ ფაქტორად უნდა იქცეს. მისი გმირულად დაღვრილი სისხლი ფაშისტი პუტინის ტერორიდან საქართველოს გამოხსნას უნდა მიეძღვნას!
ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩვენი გენოფონდი, რომელიც უკრაინაში ნადგურდება მივიღოთ, როგორც ომის სტატისტიკა! არა, ჩვენ ქართველი გმირების სისხლმა უნდა გაგვაერთიანოს და აქ, ამ პოლიტიკურ ფრონტზე უნდა დავამარცხოთ ოლიგარქიული რეჟიმი. ჩვენ არ გვაქვს უფლება უკვალოდ გავატაროთ ქართველი გმირების ცხედრები!
დიდება გმირებს! ეს სიტყვები დიდი ბრძოლით უნდა განმტკიცდეს!
მიშა კაპლანი და სხვა ქართველი გმირები ვალმოხდილი წავიდნენ მარადიულობაში! ჩვენ ვართ ის უბედური ხალხი, ვინც ვეგუებით იმ უუნარო ოპოზიციის არსებობას, რომელსაც აღარ აქვს ხალხის ნდობა!
სასიკვდილოდ გავწირეთ პუტინის პირადი პატიმარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც მსოფლიომ პოლიტპატიმრად აღიარა!
ჩვენ ვითმენთ და ვეგუებით რუსული „დერჟავული ჩექმის“ მომლოდინე „ალტინფოს“ !
ჩვენ, კომუნისტური „ჩისტკა“ გამოვლილი ქვეყანა ვეგუებით ოკუპანტი პუტინის ახალ ტერორს!
ჩვენ ვეგუებით, ერთ თვეში 222 ათასი რუსის უპრაგონოდ შემოხეტებას საქართველოში!
პუტინის „სალდაფონური“ გათვლებით ერთ კვირაში უნდა დაეპყრო სუვერენული უკრაინის სახელმწიფო! მთელი მსოფლიო წინ აღუდგა ამ ფაშიზმს!
საქართველოს ხელისუფლება კი ოკუპანტ რუსეთს, ჩვენი მიწა-წყლის
20%-ის წამგლეჯავ რუსეთს ტერორისტად არ აღიარებს!
ჩვენ ვითმენთ და ვეგუებით მოღალატე ხელისუფლებას!
ხელისუფლებას არ დაეკითხნენ ჩვენი გმირები. მოხალისეებად წავიდნენ უკრაინაში და შეაკვდნენ საქართველოს მტრებს!
მიშა კაპლანი ბოლო დღეს გვწერდა: “არავინ დაშავებულა….ისევ აგვაცილეს… პასუხი კი იგემეს!!!“ მეორე დღეს ჩვენმა მტრებმა მოკლეს მიშა კაპლანი.
ახლა ჩვენ უნდა ვაგემოთ პასუხი!
არ გვაქვს უფლება ქართველი გმირების ხსოვნას პატივი არ მივაგოთ და მათი დაწყებული საქმე გამარჯვებით არ დავასრულოთ. ამიტომ ახლა დგას დრო, პოლიტიკურ ძალთა გაერთიანების. ხალხთან ერთად ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ ოლიგარქიულ რეჟიმს და საკუთარი სამშობლო გამოვიხსნათ!
ხვალ ძალიან გვიან იქნება!”
კომენტარები