საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, “ტვ პირველთან” მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას, ამბობს:
ეს დიაგნოზები უკვე გვაყენებს იმის წინაშე, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხეში ყოფნა არის უკვე განაჩენი მისი წამებით მოკვდინებისა. ასეთი განაჩენი თავისთავად უკანონოა, ასეთ განაჩენს ვერც ერთი სასამართლო ვერ გამოიტანდა. არჩევანი იმაშია, განვახორციელოთ თუ არა განაჩენი პრეზიდენტის წამებით მოკვდინების, თუ ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად უკეთესი გადაწყვეტილება მივიღოთ. ეს მნიშვნელოვნად უკეთესი გადაწყვეტილება რამდენად იქნება გაზიარებული ივანიშვილის მიერ, ჩემთვის ძალიან ძნელი სათქმელია, არ ვიცი ივანიშვილის ფიქრის რეჟიმი და არ ვიცი, როგორ მივედით ამ მდგომარეობამდე, ქვეყანა, რომელშიც პირველი პრეზიდენტის ძალადობრივი მოკვიდენიბაც არ არის შეხორცებული, ეს ქვეყანა თავის მესამე პრეზიდენტსაც კლავს. ესეთი აქტი გულისხმობს იმას, რომ ჩავიდენთ დანაშაულს, გავხლიჩავთ საზოგადოებას და ამ ისტორიულ მომენტში, როდესაც, მართლაც წყდება ჩვენი რეგიონის ბედი, ჩვენ პუტინის მიერ დასახელებულ პირად მტერს გამოვუტანთ წამების განაჩენს – ამ არჩევნის წინაშე დგას საქართველო.
ვერ წარმომიდგენია ის ტრამვა, რასაც მიიღებს მთელი ქართული საზოგადოება და რა იმიჯი გვექნება უცხოეთში? ჩვენ ვიქნებით, ჩვენი პრეზიდენტების ამომწყვეტი ხალხი. რაც დამოუკიდებლები ვიყავით, პირველი პრეზიდენტი მოვკალით, შეიძლება, პირდაპირ არ მოგვიკლავს, მაგრამ ძალადობრივი რომ იყო და ტყეში რომ დასდევდნენ მოსაკლავად, ეს არის ფაქტი და მეორეა მესამე პრეზიდენტი, რომელიც დღეს წამების მსხვერლია. მძიმე განაჩენს გამოგვიტანს იტორია, თუ დავუშვით პრეზიდენტის სიკვდილი.
არ ვლაპარაკობ სააკაშვილის ბრალეულობაზე, არც დანაშაულზე, არც ერთი დანაშაული არ შეიძლება წამებით სიკვდიულით დასრულდეს, ყველაზე მძიმე დანაშაულებებიც კი, ასეთ მუხლს არ შეიცავს. წყნარად ვიჯდეთ და ვუყუროთ, მეორედ, როგორ ვდგამთ სამარცხვინო ნაბიჯს? 90 პროცენტმა მიეცით ხმა, 90–პროცენტმა მიეცით ზვიადსაც ხმა, მე არც ზვიადისთვის და არც სააკაშვილისთვის მიმიცია ხმა, თქვენივე არჩეულს, ასე წამებით მეორეს რომ მოკლავთ, რა უნდა ვუთხრათ მომავალ თაობას?
მომიყევით ახლა მიშაზე ის, რაც მე არ ვიცი. არ მჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობას, რაც არ უნდა არ მოსწონდეს სააკაშვილი, სძულდეს, თანახმა იყოს და ხელს აწერდეს მის სიკვდილზე, არ მჯერა მე ამის. მაგრამ იმისთვის რომ საზოგადოებამ შესაბამისი ნაბიჯი გადადგას, იმ საზოგადოებამ, რომელიც არ არის მზად აწამოს, არც პრეზიდენტი, არც ნებისმიერი ადამიანი, პოლიტიკოსებმა შესაბამისი შეფასება უნდა მისცენ ამას ყველაფერს – შესაფერი შეფასება იქნება ვითარების დაძაბვა – როდესაც ვხედავთ რას განიხილავენ პოლიტიკოსები ყოველ დღე – განიხილავენ სიღრმისეულ დისკუსიებში, ყოველ დღე არიან აღშფოთებული, უიმე, ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთ ელჩს მიაყენა შეურაცხყოფა – ღმერთო ჩემო! ვითარებს დაძაბვა გამოიხატება იმაში, რომ არა თანამშრომლობა და გარიყვა ამ ხელისუფლების. იგივე უნდა გააკეთონ ჩვენმა პარტნიორებმა. ასე მიიყვანეს პუტინისტური რუსეთი იქამდე, სანამ პუტინმა არ გადაწყვიტა რომ მსოფლიოს ბატონია. კლავდნენ ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს მოსკოვში, კრემლის კედელთან, დევნიდნენ და მაინც ყველას უნდოდა პუტინთან საქმის დაჭერა, სანამ არ მიიღეს ის ვითარება, რო ევროპაში აქვთ ბირთვული ომის საშიშროება.
მარგველაშვილმა ისაუბრა სასჯელის გადავადებაზეც და თქვა:
მე გამომიყენებია სასჯელი გადავადება, კი არ უშვებ, უვადებ სასჯელს 1 წლით და გამომიყენებია იმ ადამიანებისათვის, რომლებზეც, ეჭვიც არ მეპარებოდა რომ დანაშავეები არიან, მაგრამ როდესაც ადამიანი ესეთ მძიმე ვითარებაშია, შეგიძლია გადაუვადო სასჯელი, მარტო იმიტომ, თუნდაც, რომ სასჯელი სწორად აღსრულდეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, წამებით სიკვდილი არავის ჩაუწერია.
კომენტარები