პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის მხარდაჭერისთვის სპეციფიკური ანტიკრიზისული გეგმის მომზადებაზე მუშაობს:
„თუ სხვა ბიზნესები უფრო მალე ამოიქოქება, ტურიზმში, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ქვეყანა ერთდროულად ვერ დაძლევს პანდემიას და ჯერ კიდევ შენარჩუნდება შეზღუდვები, განსხვავებული სირთულე არსებობს და განსხვავებულ პრობლემებთან გვაქვს საქმე. სწორედ ამიტომ პრემიერ-მინისტრის დავალებით ტურიზმისთვის ჩვენ ვამზადებთ სპეციფიკურ ანტიკრიზისულ გეგმას, განსხვავებულ გეგმას.
ყოველდღიურად გვაქვს კომუნიკაცია მთლიანად ტურიზმის ინდუსტიარსთან. ეს არ არის მხოლოდ სასტუმროები, ეს არის ძალიან დიდი სექტორი გიდების, რომლებსაც ძალიან გაუჭირდათ დღეს, რადგან პრაქტიკულად შემოსავლის წყარო აღარ აქვთ; ეს არის ძალიან დიდი სეგმენტი ტუროპერატორების, სატრანსპორტო კომპანიების, რომლებიც აქამდე ტურისტების სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილზე ტარებით იყვნენ დაკავებული. ამიტომ მათ სჭირდებათ განსხვავებული გეგმა და მაშინ ჩვენ გვაქვს შანსი, რომ საქართველო უკვე წლის დასასრულს გახდეს უსაფრთხო დანიშნულების ადგილი, რადგან ახალი ტურიზმი აღარ იქნება ისეთი ტრადიციული, როგორიც აქამდე იყო. ახალი მოთხოვნები დაისმება ტურიზმის მიმართ.
ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი პირველი გახსნის უსაფრთხო დერეფნებს სხვა ქვეყნებთან და კვლავ აღდგება ტურისტების მიმოსვლა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული შრომა“
მინისტრმა აღნიშნა, რომ ე.წ. უსაფრთხო დერეფნის გახნსა მოხდება წლის ბოლოსკენ…
“ალია” – როგორც ვიქნებით ერთ-ერთი პირველები, როცა ჩინეთმა უკვე გახსნა ტურისტული ზონები და საბერძნეთი დღე-დღეზე ხსნის – არ დაუკონკრეტებია. ისევე, როგორც არ აუხსნია – რას ნიშნავს – “დერეფანი”…
და თუ ერთ-ერთი პირველები გავხსნით, დერეფნები როგორ ვიქნებით, სად წავა ამ დერეფნიდან ტურისტი, თუ სხვა ქვეყნის საზღვრები დაკეტილი იქნება.
როგორც ჩანს, ეკონომიკის მინისტრის ენაზე – დერეფანი – სხვა რამეს ნიშნავს.
კომენტარები