აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა:
„უთანხმოება დიალოგისა და დიპლომატიის გზით უნდა დარეგულირდეს, თუმცა, ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ, რომ ეს ის გზა არ არის, რომლითაც რუსეთი მიდის. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ბოლო 24-48 საათის განმავლობაში. ეს იმ სცენარის ნაწილია, რომლის განხორციელება უკვე მიმდინარეობს. საუბარია ყალბი პროვოკაციის შექმნაზე, რათა შემდეგ ამ პროვოკაციას უპასუხონ და უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესია განახორციელონ.
პირიქით, ჩვენ ვხედავთ დამატებით ძალებს, რომლებიც საზღვრისკენ მიემართებიან, მათ შორის მოწინავე ძალებს, რომლებიც ნებისმიერი აგრესიის ნაწილი იქნებიან. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ინფორმირებულნი. უკიდურესად ფხიზლად უნდა ვიყოთ“
კომენტარები