REUTERS-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბრიუსელში გამართული ნატოს სამიტიდან დაბრუნებისას, ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ ცალ-ცალკე გამართავს ზარებს უკრაინელ და რუს კოლეგებთან სამიტის შესაფასებლად. თქვა, რომ ნატოს წევრი თურქეთი იზიარებს საზღვაო საზღვარს უკრაინასა და რუსეთთან შავ ზღვაში, თუმცა, ოფიციალური ანკარა მოსკოვის მიმართ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება.
„ჩვენ ვყიდულობთ ბუნებრივი აირის თითქმის ნახევარს რუსეთიდან. ამასთან, ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს აკუიის ატომურ ელექტროსადგურს რუსეთთან ერთად. ჩვენ არ შეგვიძლია ეს ყველაფერი განზე გადავდოთ.
ასე რომ, ამ საკითხებთან მიმართებით ვერაფერი გაკეთდება. ჩვენ აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით. ჯერ ერთი, მე ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში ვერ დავტოვებ. მეორეც, მე ვერ შევაჩერებ ჩვენს ინდუსტრიას. ჩვენ უნდა დავიცვათ ისინი“
კომენტარები