ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ბუკა პეტრიაშვილი, უკრაინაში ქართველ მებრძოლებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“ლეგენდარული მარიუპოლი ისევ გმირულად დგას! უფრო მეტიც, აზოველებმა და საზღვაო ქვეითებმა ჩაატარეს წარმატებული ოპერაცია და ფაქტიურად ტყვია-წამლის გარეშე დარჩენილი სასაზღვრო და საპოლიციო ძალების 500 კაცის აზოვსტალის ტერიტორიაზე გადმოყვანა შეძლეს!
უკრაინის მთავარი მომლაპარაკებლები დავით არახამია და მიხაილო პოდოლიაკი მზად არიან მარიუპოლში ჩავიდნენ და ურდოსთან გამართონ მოლაპარაკებები მშვიდობიანი მოქალაქეების და გმირი მებრძოლების, თავისი შეიარაღებით გამოსაყვანად!
პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის ურდოს ტყვეების გასაცვლელად მარიუპოლში დარჩენილ თანამებრძოლებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე!
ყაენი დუმს! პუტინ ყაენს მხოლოდ სისხლი სწყურია! ამიტომაც არ შედგა გუშინ მწვანე დერეფანი და მშვიდობიანი მოქალაქეების და დაჭრილების გამოყვანა მარიუპოლიდან! უფრო მეტიც, რუსეთმა უარი თქვა გაეროს გენსეკის შეთავაზებაზე წინასააღდგომო 4-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე! “ერთმორწმუნე” ურდოს ფანებო, მამაძაღლ კირილ გუნძიაევს ებარებოდეთ!
ურდო ბომბავს ხარკოვს, დონეცკის და ლუჰანსკის ქალაქებსა და სოფლებს! გუშინაც 9-ჯერ გადავიდა ურდო შეტევაზე, მაგრამ ჩვენებმა გაუნადგურეს ავიაციც, უპილოტოებიც, ფრთოსანი რაკეტებიც და მძიმე ტექნიკაც! დღეს სავარაუდოდ განდგურებული ურდოს რიცხვი 21 ათასზე დამრგვალდება!
ურდო დიდია და მრავალრიცხოვანი, მაგრამ ვერავითარ წარმატებას ვერ აღწევს! რატომ? იმიტომ რომ ჩვენებმა მიიღეს საჭირო ტექნიკის პირველი ნაწილი! რაც მეტს მიიღებენ, მით მალე გაანადგურებენ ურდოს! საერთო შეფასებით, გამოფიტულ და დემორალიზებულ რუსულ ურდოს სულ 2-4 კვირის რესურსი დარჩა! უკრაინას ტანკები, თვითმფრინავები და ქვემეხები – ჩქარა!
ხერსონში ურდო ფართხაფურთხით აპირებს ხსრ – ხერსონის სახალხო რესპუბლიკის გამოცხადებაზე 27 აპრილს რეფერენდუმის გამოცხადებას! ამასობაში ხერსონელები ანადგურებენ ურდოს პროპაგანდისტებს და ბოევიკებს, აძლიერებენ წინააღმდეგობის მოძრაობას შიგნიდან! ხერსონ – ცე უკრაინა! ასეც იქნება!
ჰალილუია – გერმანია აღარ შეიძენს რუსულ ნავთობს 2023 წლის 1 იანვრიდან!
დიდი შვიდეული მზად არის 50 მილიარდი დოლარი გამოყოს უკრაინის აღსადგენად! მიუწერეთ 1 ნოლი! ნუ გენანებათ! თქვენი მშვიდობისთვისაც იღუპებიან უკრაინელები!
ამერიკული ჰაუბიცების პირველი პარტია უკვე ევროპაშია! დღეს ჯო ბაიდენი გააკეთებს განცხადებას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიასთან დაკავშირებით!
ინდური გიგანტი “ტატა” წყვეტს საქმიან ურთიერთობას რუსეთთან!
ყველა ქვეყანამ და კომპანიამ უნდა შეწყვიტოს! ურდოს კართაგენი უნდა დაინგრეს!
უკრაინა გაიმარჯვებს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”
კომენტარები