14 ოქტომბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი ელენე მეგრელიშვილის დედა, ნინო ერემაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს და ფოტოს გვიზიარებს.
დედის თქმით, ეს შვილთან მის 26 წლის იუბილეზე გადაღებული ფოტოა, რომელიც სამწუხაროდ ბოლო აღმოჩნდა.
„ჩვენი ბოლო ფოტო, 3.10.24 – ამ დღეს 26 წლის გახდი და სულ 26 ის იქნები“, – წერს ნინო ერემაშვილი.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ადგილზე გარდაიცვალა ელენე მეგრელიშვილი.
კომენტარები