უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს დათესოს განხეთქილება უკრაინულ საზოგადოებაში და შექმნას “ქაოსი” ქვეყნის შიგნით. მისი თქმით, რუსების მთავარი მიზანი უკრაინაში ხელისუფლების დამხობა და გადატრიალებაა.
მისი თქმით, ახალ რუსულ დეზინფორმაციულ გეგმას აქვს კოდური სახელწოდება “მაიდანი 3”.
“ჩვენს დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომელიც ასევე მოვიდა ჩვენი პარტნიორებისგან. მაიდანი მათთვის გადატრიალებაა, ამიტომ ოპერაცია გასაგებია”, – აღნიშნა ზელენსკიმ Bloomberg-თან.
კომენტარები