პოლიტიკოსი, მამუკა ხაზარაძე:
დამძიმებული ვბრუნდები წალენჯიხიდან. გია ხარჩილავა გავაცილეთ – ქართველი კაცი, ნამდვილი შვილი თავისი კუთხის და საქართველოსი! კაცი, დაბადებული თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის.
4 წლის წინ მხოლოდ ამის გამო ჩავედი წალენჯიხაში – იქ, სადაც უახლესი ისტორიის განმავლობაში ადამიანებს ქედი არ მოუხრიათ წინააღმდეგობისთვის და არ უღალატიათ თავისუფლებისთვის. გია ამ ბრძოლის რეალური
განსახიერება იყო!ჩვენი ძმობა სპონტანურად დაიწყო. ჯერ მან თქვა
სიტყვა ზუგდიდში ერთ დიდ თავყრილობაზე. ამ
სიტყვამ ძალიან ამაღელვა, ისეთი ნოტები შეარხია ჩემს სულში, რომელსაც სულ ვეტრფოდი – თავისუფლება, ერთიანობა, დამოუკიდებლობა…
გიას მერე მოულოდნელად ტრიბუნაზე სიტყვის თქმა
მთხოვეს, ავედი და გიას სიტყვით აჟიტირებულმა
პირველი, რაც დავინახე გაშლილი პლაკატი იყო – “წალენჯიხა თავისუფლების კუნძული”. ეს ბოლო წვეთი იყო! სპონტანურად, იმ წამს გადავწყვიტე რომ ამ ხალხთან უნდა ვიყო და მაქსიმალურად დავეხმარო ყველაზე მთავარს – თავისუფლებას, რისთვისაც წელენჯიხელები განსაკუთრებით იბრძვიან ბოლო 33 წლის განმავლობაში!ჩემო ძვირფასო, მეომარო
და გულიანო წალენჯიხელებო, გპირდებით, არ მიგატოვებთ! ამ დიად მისიას და ქვეყნის
ერთიანობის და დამოუკიდებლობის დროშას არასდროს დავუშვებთ! საქართველო გაიმარჯვებს გიასნაირი და თქვენნაირი ხალხით ავანგარდში!
კომენტარები