ემიგრანტი ვეტერანი დავით ნემსაძე “არმიის სამოქალაქო ჯგუფში” ავრცელებს ფოტოებს და წერს:
“მომაწოდეს ჩემთვის შემზარავი კადრები როცა იტალიის სადეპორტოში 20 წლის ქართველ ბიჭს ცემაში წამებით კლავდნენ ამ დროისთვის საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ფლორენცის რესტორანში ღრეობდა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მხოლოდ მიცვალებულების გადმოსვენებაზეა პასუხისმგებელი თითქოს ეს უწყება დამკრძალავი ბიურო იყოს და არა დიპლომატიური კორპუსი.
უწყებაში გაჩაღებულია კორუფცია, აღებ- მიცემობა იმდენად მაშტაბური ხასიათისაა რომ ფულში დასაქმების გარდა ქართული ინტერესებსაც ყიდიან.
ასე მომრავლდა იტალიაში აფხაზური და სამხრეთ ოსური წარმომადგენლობები ასე ნაბიჯ – ნაბიჯ გვყიდიან სამშობლოს.
იტალიაში ელჩის მოადგილეთ ,,პროპკის” მომღერალი გომართელის დასაქმების ფაქტი ამის აშკარა მაგალითია.
ევროპაში ქართული ემიგრაციის ყველაზე დიდი ნაწილი იტალიაშია, ხელისუფლებამ ნაცვლად იმისა მათი ინტერესი დაიცვას, ფულს იმაში ხარჯავს სამშობლოდან წასულ არასასურველ პირებს კვანტი როგორ დაუდოს.
ან უაზრო პოლიტიკური აქტივიტეტი როგორ დაგეგმოს.
ამისთვის იყენებს კომპრომეტირებულ მღვდელთმსახურებს და ე.წ დიასპორულ ორგანიზაციებს.
უნიჭოობა და არაპროფესიონალიზმი არამხოლოდ ვნებს ქართულ ინტერეს მეტიც ახალისებს ჩვენი ქვეყნის მტრების მავნე საქმიანობას.
საელჩოს არანაირი რეაგირება არ გაუკეთებია სეპარატისტულ სტატიებზე ჩვენი მოქალაქეების ბულინგზე, ტრეფიკინგზე ახსენდებათ მხოლოდ მაშინ როცა არჩევნები მოდის.
იყიდება ყველა და ყველაფერი რადგან ამათი მორალით ყველაფერი მოსულა….
P.S
ცხონებულ ბიჭს ვერ გავაცოცხლებთ მაგრამ ეს ნაძირალა ელჩი ,,პროპკის” მომღერალი გომართელი და მოგულავეთა შანტრაბა დაუყოვნებლივ უნდა იქნან გამოწვეული საქართველოში.”
კომენტარები