ბაჩო დოლიძე, სამოქალაქო ჟურნალისტიკის პლატფორმის “გხედავ” დამზადებულ ფოტოს და მურუსიძე-ჩინჩალაძის ფოტოს ავრცელებს და წერს:
“ერთ სურათში მურუსიძე ჩინჩალაძე, რომლებმაც Nika Melia / ნიკა მელია პატიმრობაში დატოვებაზე ოცნებას დაემონა, ზუსტად ისე როგორც ემონებოდნენ წინა ხელისუფლბას და ასევე დიდი სურვილი ექნებათ რომ დაემონონ მომავალ მთავრობასაც.
მეორე სურათში ჩვენი გმირი “მილიციელები” რომლებსაც ასწავლეს იარაღის უკანონო ჩადება Giorgi Rurua -ს საქმეს ვგულისხმობ, და ასევე მზად იქნებიან მომავალ მთავრობასაც შეუსრულონ მსგავსი დავალებები.
შემდეგმა მთავრობამ ვინც არ უნდა იყოს, ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა თქვას მსგავს ადამიანებისგან, თუ გვინდა რომ ჩვენ შვილებს არ გაუხდეთ იგივე აბსურდში ცხოვრება სადაც ჩვენ ვართ ახლა ყველანი.
ამ სურათის დადების შემდეგ ერთერთი მედიასაშულება მიკავშირდება (ვერგავიგე სახელი), რომ პოლიციელების უდანაშაულობის პრეზუმციიდან გამომდინარე ხომ არ ვლახავდი მათი და მათი ოჯახების უფლებებს. კიდევ ვიმეორებ, რომ იარაღის ჩამდები პირი, პოლიციელი არ არის, არის კრიმინალი, რომელიც ამოფარებულია სახემწიფო სტრუქტურას და არის გაცილებით საშიში საზოგადეობისათვის და მათგან ყველაფერია მოსალოდნელი. წერტილი”
“ალია” შეგახსენებთ, ამ პოლიციელთა ბრალეულობა არ არის ოფიციალურად დადასტურებული.
კომენტარები