პოლიტიკოსი, გიგი უგულავა:
“თავისუფლება დღეს ჩვენი …
თითქოს მიილია ეს ჩვენი თავისუფლება. რუსეთისგან დამოუკიდებლობის დღეს ავღნიშნავთ მთავრობით, რომელიც ღიად, ცხადად და ურცხვად რუსეთისკენ მიგვაქანებს.
ჩვენი ჯარი ფიცს სდებს ადამიანების წინაშე, ვისაც არა ქვეყნის დაცვა, არამედ მისი ღალატის გზა აქვთ არჩეული
დღეს ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც კოლაბორაციონისტები მდიდრდებიან, თავისუფლებისთვის მებრძოლებს კი ციხეში ამწყვდევენ.
მესმის გარშემო წუხილი, გოდება, იმედგაცრურბა.
ეს დაუშვებელია.
დიდი ცვლილებების ეპოქაში შევდივართ. როგორც არასდროს მტრის მარცხის კონტურები გამოჩნდა. თავისუფლება ახალი ძალით ამობრწყინდება კავკასიაში და მთელს რეგიონში. საჭიროა მტკიცე ნება, შეუპოვარი ბრძოლა მტერთან, მადლიერება მოყვარისა და ეს “ვიშის მთავრობაც” ჩაბარდება ისტორიას გუშინწინდელი ქარივით.
ამიტომ და მხოლოდ ამიტომ მომავალს ვუმღერთ დიდებას …
გილოცავთ დამოუკიდებლობას მტრიგან და თავისუფლებას როგორც ასეთს.”
კომენტარები