პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას უკრაინასთან დაკავშირებით, “ლელოს” დეპუტატი, სალომე სამადაშვილი ეხმაურება:
“საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ახლაც, ამ წუთებშიც ელოდება კიევის დაცემას. ელოდება ჩამოიშლება თუ არა დემოკრატიულად არჩეული პროდასავლური ხელისუფლება. დღეს ჩვენს ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც მთლიანად არის ჩაბარებული რუსეთს, მათ თეთრი ბაირაღები გაუშალეს რუსეთს და ფეხქვეშ გათელეს საქართველოს დროშა დღეს, 25 თებერვალს საქართველოს გასაბჭოების დღეს”.
კომენტარები