სცენარისტი ქეთი დევდარიანი:
“წყალდიდობის შემდეგ ქალაქის დალაგება, პანდემიის დროს მოხუცების გამოკვება, უპატრონო ცხოველებზე ზრუნვა, კიბოს სამკურნალოდ საზღვაგარეთ გაშვება, სასიცოცხლო კამპანიების ჩატარების საკუთარ თავზე აღება, ემიგრანტებისგან დახმარება (ფინანსური თუ სამედიცინო), ერთმანეთის გატანა გაჭირვებაში, ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას ჰყავს ძალიან კარგი ხალხი და კატასტროფული მთავრობა, რომელიც არაფერს აკეთებს, არასდროს, როცა ქვეყანას უჭირს.
ჩვენი მთავრობა არის ივანიშვილის უსაფრთხოებაზე კონცენტრირებული მონების და უვიცების სტაფი, რომელიც ცხრა წელია საკუთარი უტვინობით და უწესობით სახელმწიფოებრიობის ყველა ნიშანს აქოციანებს.თუ არ გავუშვით, მხოლოდ თვალთვალი და ცენზურა გაძლიერდება, ცხოვრების ხარისხი კი კიდევ უფრო დაიკლებს.”
კომენტარები