დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი:
“მივმართავ საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციას, ან სასწრაფოდ მოვითხოვოთ საგანგებო სხდომა კულტურის მინისტრის მიერ ანგარიშის ჩასაბარებლად (ეროვნულ მუზეუმთან – ოქროს ფონდთან დაკავშირებით! ) ეს ჩვენი უფლება და ვალდებულებაა, თან ჯერ ოფიციალურად მანდატის დათმობა არ გაგვიფორმებია!
ან არა და მართლა არ მესმის, ან ეს დღეებიც რა ჯანდაბა გვინდა პარლამენტში, თუ ვართ ( ეს პერიოდი) ნუ გამოვიყენოთ მაშინ ტრიბუნა და ” მოვათრიოთ” ეს “კულტურის-ფურცევა” პარლამენტში, რომ ყველა დეტალი ვიცოდეთ რა უბედურებას ამზადებენ, ეს ჩვენი უფლებააა ვიცოდეთ, ეს ხალხის უფლებაა!!!!!
კულტურის წარმომადგენლები სად ხართ?! ხელფასის – ბიძინას სტიპენდიაში ხელშეკრულება ხომ არ დაგადებინათ, ხელშეკრულება ხომ არ დაგიდიათ, რომ “სტიპენდია- ქველმოქმედებაში” ქვეყანას გაგაყიდინებდათ?! ჩვენი ოჯახიც იღებდა მაგ სტიპენდიას და გულწრფელად ყველას, მთელ საქართველოს ( ნაცსაც და ქოცსაც და ყველას)ქველმოქმედება გვეგონა, ახლა ხომ ვხედავთ , რომ ქველმოქმედება კი არა, არამედ მზაკვრული, შორს გამიზნული გეგმა ბინძური ანგარება აღმოჩნდა საქართველოს წინააღმდეგ, ხომ ზუსტად ვიცით?????!!!!!
სად ხართ ნამდვილებო, სად ხართ ძვირფასებო სად?! ექვთიმეობას არავინ გთხოვთ, მაგრამ ახლა დუმილი დიდ დანაშაულში თანამონაწილეობაა!”
კომენტარები