ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია:
“მხილებაზე” ორიენტირებული პოლიტიკა ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან არაპროდუქტიულია უკვე დიდი ხანია, ახლა ამომრჩეველს სჭირდება შეთავაზებაზე ორიენტირებული პოლიტიკა.
მხოლოდ შეთავაზებაზე ორიენტირებულ პოლიტიკას აქვს პერსპექტივა შეცვალოს ხელისუფლება.კიდევ ერთხელ გიმეორებთ ოპოზიციურ სუბიექტებს:შეთავაზებაზე ორიენტირებული პოლიტიკა ბრალდებაზე (თუნდაც მხილებაზე) ორიენტირებული პოლიტიკის ნაცვლად.ამომრჩევლებს, როგორც პოლიტიკის მომხმარებლებს ამჟამად გვაინტერესებს არა მოცემულობა, არამედ პერსპექტივა, თუ რა შეიძლება უკეთესი მივიღოთ.
ჩვენი ოპოზიცია დროსა და ამომრჩევლის მოთხოვნილებებს ჩამორჩენილია, არანაირი პერსპექტივა არ აქვს და თავიდან ბოლომდე უნდა გადაარესტარტოს საკუთარი სტრატეგია.
კომენტარები