გიორგი გახარიას გუნდს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში გიორგი გოგუაძე შეუერთდა.
როგორც გოგუაძე აცხადებს, ამჟამად პარტიის აქტიური მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს და იგი ახალ პოლიტიკურ ძალაში ერთ-ერთ მნიშნელოვან მიმართულებას უხელმძღვანელებს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ვიწრო პოლიტიკურ პროცესების მიღმა დავინახოთ თუ რა უჭირს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ჩვენი ხედვით და სტრატეგიით შევთავაზოთ საქართველოს მოქალაქეებს ის გამოსავალი, რომელთაც ისინი ყოველდღიურად ხედავენ.
აი ამ პოლარიზაციის და პოლიტიკურ პროცესებში გამორჩენილი არის ჩვენი საქართველოს მოქალაქე. ჩვენი პარტიის და ჩვენი გუნდის ხედვა არის სწორედ ის, რომ საქმეზე ორიენტირებით, კონკრეტული გეგმების, ამოცანების დასახვით, მისი შესრულებით ამ პრობლემების გადაჭრაში ჩავერთოთ“, – განაცხადა „ფორმულასთან“ გიორგი გოგუაძემ.
კომენტარები