ბლოგერი, დავით ჩუთლაშვილი:
“გუშინ ქუჩაში, დახლთან ვნახე ეს ადამიანი ასე დამხობილი და ჩაძინებული. წარმოიდგინეთ, რა მძიმე და რთული ცხოვრება უნდა გქონდეს, ასე რომ დაიქანცო და დღისით-მზისით, შუა ქუჩაში, სავაჭრო საქონელზე დამხობილს ჩაგეძინოს.
განვითარებულ ქვეყნებში ამ ასაკის პენსიონერები მსოფლიოს გარშემო მოგზაურობენ, ჭიქა შამპანურით და “მარგარიტათი” ხელში პლაჟებზე მზეს ეფიცხებიან და ცხოვრებით ტკბებიან, ჩვენი პენსიონერები კი აი ასეთი ხვედრისთვის არიან განწირულები…”
კომენტარები