დეპუტატი, თინა ბოკუჩავა, პარლამენტში პრემიერს მიმართავს:
“ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს ჯალათს პრემიერად, ამას არ იმსახურებენ ჩვენი ახალგაზრდები, ისინი იმსახურებენ კარგ, დასავლურ მომავალს.
ეს კარგად დაიმახსოვრეთ, თქვენ ვერასოდეს ჩამოირეცხავთ თვალთხარია გახარიას სახელს.
ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, რომ ქვეყანაში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობდეს და ამას ვერ ხედავდეს ძვირადღირებული, დაბურულმინიამი მანქანით მოძრავი ჩინოვნიკი.
ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს, სათამაშო მოედნად აქციოს ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა და პაიკებად გამოგიყენოთ საკუთარი თავის გამდიდრებისთვის.
ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს კორუმპირებულ მთავრობას.
როცა ენმ-ზე საუბრობთ, ჩვენ დროს ადამიანებს ჰქონდათ უკეთესი მომავლის იმედი და იყო 8 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა. ბიუჯეტს ხრავთ, სახლში მიგაქვთ, შეხედეთ თქვენ საცხოვრებელ სახლებს და მანქანებს, სოც. დაუცველებად მოდიან და მილიონრებად მიდიან, როგორ ხდება ეს?
მოსახლეობის 69 პროცენტი ცხოვრობს სიღარიბეში, ეს არის რეალურად სიმართლე.”
კომენტარები