ივერი მელაშვილი ნიკა მელიას მხარდასაჭერ აქციაზე მივიდა.
მისი თქმით, არც ერთ პარტიას არ წარმოადგენს, უბრალოდ უერთდება იმ ხალხს, ვინც ნიკა მელიას დაკავების გასაპროტესტებლად შეიკრიბა.
„აქ მოვედი საქართველოს, ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად, მეტი არაფერი. მე არ ვეკუთვნი არც ერთ პარტიას, მაგრამ აქ ყველას, ქართველი ერის მხარდასაჭერად მოვედი. დღეს ნიკა მელია დაიჭირეს? ხვალ სხვას დაიჭერენ. ამის გასაპროტესტებლადაა ეს ხალხი და მეც ამიტომ ვარ აქ. ეს ჩვენი ქვეყანაა და არავის უნდა დავუთმოთ“
კომენტარები