პრეზიდენტთან შეხვედრიდან გამოსულმა ცესკოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობაზე საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.
“ჩვენ ვნახეთ ბოლო პერიოდში სხვადასხვა განცხადებები და შეფასებები, მათ შორის მანიპულაციური ამ საკითხთან მიმართებაში, რომელიც უკავშირდება ჩვენი თანამემამულეების არჩევნებში მონაწილეობას და გარკვეულწილად, არასწორი აღქმების შექმნას ამ საკითხთან მიმართებაში. ჩვენი შეხვედრის მიზანიც ის იყო, რომ მიგვეწოდებინა პრეზიდენტისთვის და იქ მყოფი პირებისთვის დეტალური ინფორმაცია კომპეტენციის ფარგლებში, თუ რეალურად, როგროც სამართლებრივი ასევე ფაქტობრივი აღსრულების კუთხით, რა გამოცდილება არსებობს ამ მხრივ. ცესკოს ყველა უფლებამოსილ ორგანოსთან, რა თქმა უნდა მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, არჩევნების ეფექტიანად აღსრულების მიზნით, მათ შორის ჩვენი თანამოქალაქეების ინფორმირების მიზნით, ყოველთვის ჰქონდა მჭიდრო კომუნიკაცია და ამ შემთხვევაშიც, ეს კომუნიკაცია გრძელდება”, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
კომენტარები