„ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ დღეს დიპლომატებთან შეხვედრაზე ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით თავის პოზიცია დააფიქსირა.
„გადავეცით მოთხოვნები, გავუზიარეთ ჩვენი შეფასებები ერთმანეთს, ეს იყო დღევანდელი შეხვედრა. ჩვენი შეფასება იგივეა, არჩვენების შედეგები გაყალბდა და საჭიროა ახალი არჩევნები, რათა გამოვიდეთ კრიზისიდან. ოპოზიციის პოზიციაზე ამაზე არის უცვლელი. ხელისუფლებას აქვს თავის შეფასებები, რომელიც ფუნდამენტურად განსხვავდება ჩვენი შეფასებებისგან“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
„გადავწყვიტეთ, რომ გვექნება შემდეგი შეხვედრაც. ჩვენ დამატებით შევთანხმდებით შემდგომი შეხვედრის დღეზე და დროზე“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
კითხვაზე, შაბათს ისევ გაიმართება თუ არა აქცია, ჯაფარიძემ უპასუხა, რომ შაბათის აქცია ძალაშია.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას ცხრა პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა საქართველოში ამერიკის ელჩის რეზიდენციაში შედგა.
კომენტარები