დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ვულოცავ ჩვენს საამაყო სპორტსმენებს და სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს საერთაშორისო დღეს.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონა ვირუსის გამო შექმნილი მძიმე ვითარება სპორტულ აქტივობებზეც აისახა, არ უნდა დაგვავიწყდეს ის როლი, რაც ამ ადამიანებს ჩვენი ქვეყნის წარმატებასა და ჩვენი ხალხის გაბედნიერებაში აკისრიათ.
ჩვენი სპორტსმენები ყოველთვის იქ დგანან, სადაც ქვეყანას სჭირდება და ახლაც, ვირუსის გამო შექმნილი ვითარების ფონზე, მათი მხრიდან არაერთი სოლიდარობის მაგალითი და ღირსეული ნაბიჯი ვიხილეთ.
დარწმუნებული ვარ, ერთად ყველა გამოწვევას დავძლევთ და ქართველი სპორტსმენები კიდევ ბევრ სიხარულს და ბევრ წარმატებას მოუტანენ ჩვენს ქვეყანასა და ხალხს.”
კომენტარები