უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა
განაცხადა:
“იმისთვის, რომ ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის შენობაზე უკრაინის დროშა აღიმართოს და ჯარი გადავარჩინოთ, აუცილებელია, რომ მტერს არ შეეძლოს და არ სურდეს ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა. იქ არ იქნება სწრაფი გამარჯვებები. ჩვენი სტრატეგია პუტინის არმიის გატეხვაა, ეს გზა კი გრძელია, ამიტომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია“
შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა სამხრეთ უკრაინაში 29 აგვისტოს დაიწყო.
კომენტარები