პოპულარული ქართული სერიალის “ჩემი ცოლის დაქალების” გადაღებები კორონავირუსის პანდემიის გამო, ამ დრომდე შეჩერებულია.
ჯერჯერობით არავინ იცის, გაგრძელდება თუ არა “ჩცდ” “ფორმულა” ეთერში.
“პრაიმამბებისთვის” ცნობილი გახდა, რომ სერიალის გაგრძელების შემთხვევაში, ის ეთერში ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის ჩიკას გარეშე გავა.
დაზუსტებული ინფორმაციით, ჩიკამ “ფორმულა კრეატივთან” თანამშრომლობა შეწყვიტა და ახლა გეგმავს “რუსთავი 2”-ზე გააგრძელოს მუშაობა, სადაც საკუთარი გადაცემა ექნება.
წყარო გვიყვება, რომ ჩიკა თითქმის ყოველდღიურად მართავს შეხვედრას, “რუსთავი 2”-ის დირექტორთან პაატა სალიასთან და ტელეკომპანიის ეთერში ახალ გადაცემას მალე ვიხილავთ.
ინფორმაციის გადამოწმება “რუსთავი 2”-თან ვცადეთ, თუმცა ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.
ამიტომ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” პროდუსერს ირაკლი საღინაძეს დავუკავშირდით.
– ირაკლი, როდიდან გაგრძელდება “ჩემი ცოლის დაქალები”?
– ჯერჯერობით არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია, როდიდან გაგრძელდება სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები”.
– დაზუსტებული ინფორმაცია გვაქვს, რომ სერიალი დატოვა მსახიობმა ანა ჩირაძემ, იგივე ჩიკამ და ის “რუსთავი 2”-ზე აპირებს მუშაობის გაგრძელებას, რა ინფორმაცია გაქვთ ამის თაობაზე?
– სანამ სერიალი ეთერში არ არის, მე ვერავის ვერ ვაიძულებ, რომ მელოდოს. ჩიკა არ იყოს სერიალის შტატიანი თანამშრომელი, ის გახლდათ მოწვეული მსახიობი და მისი გადასაწყვეტია, თუ უნდა წავიდეს.
– გქონდათ აქამდე ინფორმაცია ჩიკას და “რუსთავი 2”-ის მოლაპარაკებების შესახებ?
– არც მქონდა და არც მაინტერესებს. იმ შემთხვევაში თუ ის გადავა “რუსთავი 2”-ზე ჩვენი თანამშრომლობა აღარ გაგრძელდება.
შეგახსენებთ, მსახიობი ანა ჩირაძე “ჩემი ცოლის დაქალების” გამორჩეული პერსონაჟი იყო და სერიალის დროებით დახურვის შემდეგ, ის ფორმულაზე საკუთარი გადაცემის წამყვანიც გახლდათ. რომელიც დაიხურა.
primeambebi
კომენტარები