დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამტკიცებს, რომ საქართველოს თავდაცვას ფინანსურად ისედაც არ უჭირს და დანიის 71 მლნ-იანი დახმარებაც სრულიად არ ესაჭიროებდა.
ამასთან, ზარქუა ირწმუნება, რომ უახლოეს მომავალში მსოფლიო პოლიტიკა გადაიტვირთება და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
რა 71 მლნ, ხალხო? მლრდ-ზე მეტი აქვს დაფინანსება ჩვენს სახელმწიფო ბიუჯეტს. ახლა პრემიერის გადაწყვეტილებით 100 მლნ კიდევ დავუმატეთ. ვინ გაუკეთებს საბოტაჟს, ვინ დანია და ვინ რაღაცა… მათ სინდისზე იყოს, თორემ ქართველი ბიჭები, ჩვენი მეომრები ყველა საერთაშორისო მისიებში მონაწილეობდნენ. ელაპარაკო აქუბარდიას. კომენტარს არ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ეს არის დროებითი. უახლოეს პერიოდში მოხდება გადატვირთვა მსოფლიო პოლიტიკის, დამერწმუნეთ და ეს ფსევდოლიბერალები, უსამშობლოები, რომლებსაც ფეხებზე ჰკიდიათ შენი ქვეყანა, შენი ხალხი, ესენიც როგორც შარშანდელი თოვლი, ისე გაქრებიან, – ამბობს ირაკლი ზარქუა.
დანიამ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა დაიწყო – ამის შესახებ თეონა აქუბარდიამ განაცხადა. მისი თქმით, დანიამ ახალი პროგრამების მხარდაჭერა და “4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა საქართველოსთან” შეაჩერა. დეპუტატის თქმით, ბიუჯეტი 71.5 მილიონი დანიური კრონა იყო. თეონა აქუბარდიას განცხადებით, თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზი რუსული კანონის მიღებაა.
კომენტარები