“ქართული ოცნების” დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური „პალიტრანიუსის“ ეთერში, ამბობს:
„რატომ გვინდა ევროპა, რისთვის გვინდა იმ ოჯახში დაბრუნება, სადაც არის ჩვენი ადგილი, სიმართლე და სამართლიანობა, მაგრამ, სადაც უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღება, თუ ასეთი რამ მოხდა, სადაც შავზე თეთრს გეტყვიან, სადაც დაუსაბუთებელი და სიცრუეზე დაფუძნებული გადაწყვეტილება იქნება, სადაც კასტილიან ადამიანს და მეგისა ქარდავას დემოკრატიის მამებად მოიხსენიებენ, სააკაშვილს დემოკრატიის შუქურად და გვარამიას მედიის მეტრად – რა თქმა უნდა, ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. ჩვენ იმიტომ არ გვინდა, თვითმიზანი არ არის ევროპა, რომ შევიდეთ იქ და შეურაცხყოფა მოგვაყენონ და სიცრუის მთელი კასკადი პირდაპირ სახეზე ააფარონ ჩვენს მოსახლეობას. ასეთი რამ ჩვენ არ გვინდა“
კომენტარები