ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა, სოციალურ ქსელში, წერს:
“ზოგი ჭირი მარგებელია!
კოვიდი საჩუქარია და არა დასჯა!!!
ძნელად წარმოსადგენია ჩვენნაირი სნობი ერი, სხვა დროს როდის ააფრიალებდა სოფლების და რაიონების ფოტოებს, გახსნიდა წლობით მიტოვებულ დაობებულ სახლებს, ამოწმენდდა ძველ ჭებს და გაასწორებდა წაქცეულ ღობეებს!
კიდევ როდის ნახავდნენ ჩვენი შვილები ნამდვილ ქართულ სოფლებს და არა 37 ევროიან რომებს და პარიზებს.ალილუია!
პრიალა მეტლახი, კონდენციონერი და ლამინადი, ცვრიანმა ბალახმა და სუფთა ჰაერმა ჩაანაცვლა! მშობლიურ, ძლიერ ენერგეტიკას ვუბრუნდებით ხალხნო!
P.S.და მხოლოდ ერთი რამე რჩება ბინძური და აწ უქვე ნაცრისფერი, ჩემი პირბადე, რომელსაც არასოდეს არ გამოვცვლი, არ გავრეცხავ და დავიტოვებ, “კრავთა დუმილის” სიმბოლოდ!
კომენტარები