ფოთში, ლესელიძის ქუჩაზე ადგილობრივები ქვეწარმავლების მომრავლებას უჩივიან. ადგილობრივების განცხადებით, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული არასახარბიელო მდგომარეობა, ქვეწარმავლების გამრავლებას უწყობს ხელს.
ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან შესაბამის რეაგირებას ითხოვენ.
„ჩვენს ქუჩაზე მიტოვებული სახლებია, ასევე ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე ეკალ-ბარდებია ამოსული, სადაც ბუდობენ გველები. სანიაღვრე არხები გაუწმენდავია, ძალიან გვეშინია, ვითხოვთ მოხდეს ამ ადგილების შეწამლა მოწესრიგება. არაერთხელ მივმართეთ შესაბამის სტრუქტურას, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ყოფილა”
აღნიშნულთან დაკავშირებით მერიაში აცხადებენ, რომ ლესელიძის მაცხოვრებლებს მათთვის განცხადებით არ მოუმართავთ.
წყარო: ipress.ge
კომენტარები