ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენაციაზე განაცხადა:
„იცით, სამი ქვეყანა ნეიტრალურია: ავსტრია, ირლანდია და მალტა. ასევე არის კვიპროსი, რომელიც ალიანსებში არ ერთიანდება. ამ თვალსაზრისითაც თუ შევხედავთ, იცვლება ნატოც და სინამდვილეში ეს არის იმის დასტური, რომ რუსეთის პრეზიდენტის სტრატეგიამ არ გაამართლა. მან მიიღო საზღვარზე უფრო დიდი და ძლიერი ნატო. ნატო, რომელიც მზად არის უფრო მეტი თანხა ჩადოს შეიარაღებაში, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა.
ომი თავისთავად წარმოადგენს ტრაგედიას უკრაინელებისთვის. საქართველო თავის მხრივ, თავშესაფარს აძლევს უკრაინელ ლტოლვილებს. ავსტრიაში 80 000 უკრაინელი ლტოლვილია. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის ომის ყველაზე ცუდი ფორმა. საქართველოსთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მას ძალიან მწარე გამოცდილება აქვს კონფლიქტების თვალსაზრისით, თუმცა რეგიონში საქართველო აღიქმება, როგორც სანდო შუამავალი კონფლიქტურ მხარეებს შორის და ვფიქრობ, ეს პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს დავუჭიროთ მხარი მის დასავლულ გზაზე – იმაში, რაც უკვე გაკეთდა და რაც გაკეთდება. ჩემი მხრიდან, მინდა მადლობა გადავიხადო იმ მიდგომებისთვის, რომლებსაც საქართველო ინარჩუნებს ოკუპაციის პირობებში და მშვიდობის მხარდაჭერის კუთხით, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.
კომენტარები