პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი:
“გახარიას სუსის მანქანები რომ უთვალთვალებენ, ამან ერთი ისტორია გამახსენდა ციკლიდან “სისტემა უცვლელია”
2007 წლის ნოემბერში, როდესაც სახელმწიფო გადატრიალების საქმის ფიგურანტი გავხდი გაუგებარი სტატუსით, სამი მანქანა დამყვებოდა მუდმივად – წინ, უკან და გვერდზე. 24 საათიან რეჟიმში ალყაში ვიყავი მოქცეული. სხვენით რომ არ გადავსულიყავი, ყოველდღე ახალ ბოქლომს ადებდნენ.
ცივი ზამთარი იყო…
ახალ წელს მანქანებში გაყინულები მდარაჯობდნენ.
შეგვეცოდა მე და ჩემს მეუღლეს. ძღვენი გავუმზადეთ საჭმლით და ტკბილეულით.
მეუღლემ ჩაუტანა…
ძალიან შერცხვათ მაგრამ აიღეს.
ბოდიში მოუხადეს – “ჩვენც არ ვიცით, რატომ გითვალთვალებთ, მაგრამ სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებთ და რა ვქნათო…”
მეუღლემ უპასუხა – “არ იდარდოთ, უკვე შეგეჩვიეთო…”
კომენტარები