აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტის კითხვებს, 2008 წლის აგვისტოს ომი 7 აგვისტოს დაიწყო, თუ 8 აგვისტოს და რუსეთი ოკუპანტია, თუ არა, უპასუხა და თქვა:
“მეტი აქტუალური საკითხი არ არის ქვეყანაში დარჩენილი, თქვენი აზრით?..
მხოლოდ მთავრობის ვალდებულება არ არის პატივი მიაგოს გმირებს, ყველას ვალდებულებაა, რომ მშვიდობიან ქვეყანაში ვცხოვრობდეთ. ჩვენც ყოველდღე ვაკეთებთ ალბათ რაღაცას მათი ხსოვნისთვის და დღეს ამ კონტექსტით რომ სვამთ კითხვებს, ჩემი აზრით, სამარცხვინოა”.
კომენტარები