კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ოპოზიციონერ ქალებს მიმართავს:
,,
ანა დოლიძე – „ქართულ ოცნებას ეზიზღება ძლიერი ქალები“.
1. სუსტი ქალი არ არსებობს, ამის მაგალითი თქვენც ხართ და ვიღაც წითლიძეც. სახელი არ მახსოვს.
2. ჩვენზე თქვენ ნუ ინერვიულებთ, გენც.
3. ნიანგის ცრემლები თუ გაწვებათ, კაცებზე ან რამე სხვა თემაზე აღვარღვარეთ.
4. თქვენ პირადად პოლიტიკაში ემბრიონად თუ იყავით მხოლოდ ჩასახული, როცა ბიძინა ივანიშვილი ქალებს ნიშნავდა კანდიდატებად და თანამდებობებზე და შემოჰქონდა კვოტები. მაგრამ ვიღაც წითლიძეების, უმადური და უნიჭო პოლიტიკოსი კორძაიების, ლამაზი თინიკოების, ლუზერი სალომეების (ამჯერად დეპუტატკაზე ვამბობ) და ასეთი საოცრებების მოხილვის მერე, აღარც პოლიტიკაში ქალის მხარდაჭერა მოგინდება ადამიანს (ანუ კაცს) და აღარც კვოტის. ასეა ეს. კეტავენ გოგოებისთვის პოლიტიკაში გზას ეს უმსგავსოები. კუბოზე გვირგვინი (ვენოკი ჰქვია “იმ” კანონის მიღების მერე!) გამომრჩა: ანა ნაცვლიშვილი… კარგად კივილი სუქსესსფულნესობას როდი ნიშნავს პოლიტიკაში, თორემ სუ ზეწარმატებული იქნებოდა ჩვენი ვარდივით დამჭნარი და კვლავაც ლამაზი დიაცის უბე თაკო ჩარკვიანი.
5. მოკლედ, ნუ შეჭამეთ ტვინი არასწორი მესიჯებით და არასწორი პოლიტიკური ქცევებით და ცოტა ნორმალურები ვინც დარჩით მაქეთ მხარეს ქალები, საქმეს მიხედეთ, რადგან ქართული ოცნების მიერ მოფიქრებული და შემოტანილი კვოტები აღარაა და ეგებ რამდენიმემ მაინც შეჰყოთ ლამაზი ცხვირები საკანონმდებლოში.
6. ისე, როცა ივანიშვილმა ქალების ხელშესაწყობად არაერთი ნაბიჯი გადადგა, სა იყავით მაშინ, რატომ არ თქვით ერთი კეთილი სიტყვა?! მერე რომ დალაგდით და ჟივჟივებდით ობოლი ბეღურებივით, კვოტები უქმდებაო!!!
7. ვაი იმ კვოტას, ვიღაც წითლიძეს (შეიძლება გვარიც მეშლება) ან კიდევ დამჭნარ და მაინც მშვენიერ თაკოს, ვარდიც რომ ვერ იშოვა, თავი რომ სხვა რამე ეგონოს, რომ შეიყვანს პარლამენტში.
8. მოკლედ, საკუთარ კონსტიტუენსის მიხედეთ, ქალებო. ასე იგებენ არჩევნებს და არა სხვისი პარტიის დელეგატების კრიტიკით.”
კომენტარები