ემიგრანტი, ნათია ძირკველაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“მეგობრობას მიგზავნიან, ვიმეგობრებ იმიტომ რომ 400 ზე მეტი საერთო მეგობარი მყავს, მაშინვე მწერენ, მიჭირს, ქირას ვერ ვიხდი, საჭმლის ფული არა მაქვს და ა.შ. დამეხმარეო, ვერ გავიგე ეს ემიგრანტები ყველას როგორ ამოჩემებული ჰყავს, აქ ჩვენ ფული კი არა ვჭრით, ყველას თავისი პრობლემა ააქვს რაა და ყველა ვერ იყვირებს საჯაროდ.
პენსიასავით აქვს ზოგს დანიშნული ყოველ თვე უნდა უგზავნო თურმე, თან კიდევ ერთ ადამიანს კი არ სთხოვენ, რამდენიმეს, ზოგი დოლარს უგზავნის ზოგიც ევროს და მემგონი ჩვენზე კარგად ისინი არიან
ზოგი იძახის უპატრონო ვარ, შვილი არა მყავს, მთავრობა არ მეხმარეობაო, რომ დაინტერესდები გაიკით-გამოიკითხავ შვილიც ყავს, შვილიშვილებიც და მთავრობაც კარგად ეხმარება.
ვისაც მართლა უჭირს ალბათ ის უფრო მორიდებულად არის. მე მგონი, ჩვევად ექცათ ემიგრანტებზე ფულის თხოვნა.”
კომენტარები