პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური, აქვეყნებს ფოტოკოლაჟს და წერს:
“Columbia Pictures представляет
სერიოზულად მსჯელობს ერი, რომ სალომე ზურაბიშვილს გადააყენებენ და ამისთვის ე.წ. ოპოზიცია მოისყიდა ბატ ბიძინამ ინფანტილიზმი პოლიტიკაში დამღუპველია… ბატ. ბიძინა დააფინანსებდა თავისივე ხარაკირს? არა, რა თქმა უნდა.პრეზიდენტი პრეზიდენტად რჩება გარანტირებულად, რადგან ასევე, გარანტირებულად არ ჰყოფნის ხმები იმპიჩმენტს. შესაძლოა, “მეცენატმა” ამ ნაწილშიც მართლაც გადაიხადა ფული მწვანე ღილაკისთვის რომ არ დაეჭირათ ხელი ე.წ. ოპოზიციონერებს.დღევანდელი სესიით კი მართლაც გააოცებს “დემოკრატიის” ხარისხით ევროპასაც და “დაჟე” ამერიკასაც მერე, 31 ოქტომბერი მოვა, თუ ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს მოგვცემს ე.წ. ოპოიცინერებთან გაპარტნიორებულ სალომეს გამოიყენებს ოლიგარქი და ისევ ის შეეცდება ხელისუფლებაში დარჩენას “ქართული ოცნება N2-ის” სახელით, სავარაუდო ნომრით – 42.თუ უარი მოვა კანდიდატის სტატუსზე ბოლომდე ჩარეცხავს, სახლში გაუშვებს კოლექტიურ კობახიძე-ღარიბაშვილებს ოლიგარქი და ისევ შეეცდება საგარეო კურსის “გამოსწორების” სახელით ისევ ე.წ. ოპოზიციონერებთან ერთად, ვითომ განახლებული გუნდით, კულისებიდან ე.წ. ოპოზიციონერები გამოიყვანოს პოლიტ არენაზე და მათთან ერთად ათამაშოს თავისი მარიონეტი ზურაბიშვილი. ესაა ოლიგარქის წაუგებელი თამაშის ოქროს წესი. ბოლო სერიაში კი, არაფერიც არ გამოსწორდება უფრო ღრმად შევალთ რუსულ წიაღში.იაზროვნე ერო, განარჩიე fake ოპოზიცია ნამდვილისგან
კომენტარები