„საზოგადოებრივი სამაუწყებლო სერვისი (PBS)“ ამერიკული საზოგადოებრივი მაუწყებელი და სატელევიზიო პროგრამების დისტრიბუტორია, რომელიც 52 წლის წინ, 1969 წელს დაფუძნდა. ის არაკომერციული ორგანიზაციაა და ამერიკაში საგანმანათლებლო პროგრამების ჩვენებით გამოირჩევა.
PBS-ის მახვილ ობიექტივში ქართველი ემიგრანტი ექიმები, ზურაბ გურული და ნანა გეგეჭკორიც მოხვდნენ. გამოცემამ მათ დაახლოებით 7 წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა სათაურით:
„როგორ გახდნენ აშშ-ში მყოფი ქართველი ექიმები COVID-19-ის გმირები თავიანთ სამშობლოში“
გასულ წელს, როდესაც COVID-19-მა ქვეყანა საქართველოს შეუტია, ადამიანები უსმენდნენ ორ ქართველ ექიმს, რომლებიც აშშ-ში მიგრირდნენ და პანდემიას თვეების განმავლობაში ებრძოდნენ. დოქტორი ნანა გეგეჭკორი ნიუ-იორკ სიტიში და დოქტორი ზურაბ გურული ჯექსონში, მისისიპიში, თავიანთ სამშობლოში რჩევებს ექიმებსა და პაციენტებს უზიარდებდნენ. ისინი მალე მიხვდნენ, რომ დაავადება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას მალევე გადატვირთავდა, ამიტომ გაერთიანდნენ და „ნახევარი მსოფლიოს დაშორებით“ მყოფები საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმარებოდნენ.
ნანა გეგეჭკორსა და ზურაბ გურულზე მომზადებული სიუჟეტი შეგიძლიათ PBS-ზე იხილოთ ინგლისურ ენაზე.
კომენტარები