ორშაბათს, 30 აგვისტოს, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ COVID-19-ის ახალი Mu ვარიანტი, ინტერესის ვარიანტად გამოაცხადა და თქვა, რომ მასზე დამატებითი კვლევებია საჭირო. ახალი ვარიანტი, რეალურად, არც ისე ახალია და ის ამა წლის იანვარში დაფიქსირდა კოლუმბიაში პირველად.
2 სექტემბრის მდგომარეობით, ის 40 ქვეყანაშია გავრცელებულია.
ჯანმოს ყოველკვირეული ეპიდემიოლოგიური სიახლეების მიხედვით, მიზეზი, რის გამოც, ახალ ვარიანტს (ოფიციალური სახელწოდება B.1.621) ინტერესის ვარიანტად მიიჩნევენ, არის ის, რომ ამ ვარიანტს შესაძლოა ჰქონდეს მუტაციების ჯაჭვი, რომელიც მიუთითებს იმუნური სისტემისგან დასხლტომის შესაძლებლობას. როგორც ჯანმო, ამ ეტაპზე ვარაუდობს, ახალი შტამი შეიძლება რეზიტენტული იყოს იმუნიტეტის მიმართ და გამოსაკვლევია, დაიცავს თუ არა ვაქცინის შემდგომი, ან კორონავირუსის შემდგომ გამომუშავებული იმუნიტეტი ადამიანს ამ შტამისგან.
მსოფლიოს მასშტაბებით ამ ვარიანტიტ ინფიცირებულთა რიცხვი, ინფიცირებულთა საერთო ოდენობის მხოლოდ 0.1%-ს შეადგენს, თუმცა არსებობს იმის საშიშროება, რომ ის სამხრეთ ამერიკას მოედოს. ამ ეტაპზე კოლუმბიაში Mu ვარიანტი კოვიდინფიცირებულთა 39%-ს სჭირს, ეკვადორში კი 13%-ს.
მეცნიერები იკვლევენ, არის თუ არა Mu ვარიანტი დელტაზე უფრო მარტივად გავრცელებადი ან იწვევს თუ არა სიმპტომების გაუარესებას.
ამჟამად ჯანმოს ინტერესის ვარიანტთა სიაში არის Covid-19-ის 5 შტამი, აქედან Mu ერთ-ერთია. ჯანმო ვარიანტების ამ სიაში კლასიფიცირებას ახდენს, თუკი ვირუსს პოტენციურად სახიფათო მუტაციები გააჩნია და შესაძლოა მომავალში უფრო დიდი პრობლემები შექმნას. ასევე არსებობს შეშფოთების გამომწვევი ვარიანტების სიაც, რომელშიც ამჟამად მხოლოდ 4 შტამია შესული, მათ შორის ალფა და დელტა.
კომენტარები