ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ COVID-19-ის შემთხვევის დეკემბერში გამოვლენა გასაკვირი არ არის და შესაძლებელია უფრო მეტი ადრეული შემთხვევების აღმოჩენა, – ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენლის, კრისტიან ლინდმაიერის თქმით, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები სხვადასხვა ქვეყანაში შესაძლოა უკვე დეკემბერში ყოფილიყო.
ამასთან, მან მოუწოდა სხვა ქვეყნებს, შეამოწმონ 2019 წლის გვიანდელი პერიოდის სავარაუდო შემთხვევები.
მისი თქმით, ეს მსოფლიოს კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით „ახალ და უფრო მკაფიო“ სურათს მისცემს.
კომენტარები