ფოტო – Reuters
სინგაპურში განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი შტამები, განსაკუთრებით ის, რაც პირველად ინდოეთში აღმოაჩინეს, უფრო ძლიერ გავლენას ახდენს ბავშვებზე. ამის გათვალისწინებით, მთავრობამ სკოლების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
“მუტაცია უფრო საშიშია და, როგორც ჩანს, მცირეწლოვან ბავშვებზე უფრო აისახება”, – განაცხადა განათლების მინისტრმა.
გადაწყდა, რომ 19 მაისიდან სასწავლო წლის ბოლომდე ყველა სასწავლო დაწესებულება დისტანციურ სწავლებაზე გადავიდეს.
საერთო ჯამში, სინგაპურში პანდემიის დაწყებიდან დღემდე COVID-19-ის 61 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
გარდა ამისა, სინგაპურის მოსახლეობის მეხუთედზე მეტს მიღებული აქვს Pfizer-BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინის ორი დოზა. ასევე ცნობილია, რომ მაისის მეორე ნახევრიდან სინგაპურში 45 წლამდე ასაკის ადამიანებს აცრა ჩაუტარდებათ. მთავრობა 16 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციის გეგმებზე მუშაობს.
კომენტარები