საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარაში გამოვლინდა, თბილისში – 47, ხოლო იმერეთში – 26.
„218 ახალი შემთხვევა დაემატა. ლიდერობს აჭარა, სადაც არის კოვიდინფიცირების 137 ახალი შემთხვევა. თბილისში არის 47, სამეგრელო-ზემო სვანეთში – ექვსი, იმერეთში – 26, გურიაში – ორი“, – განაცხადა ენდელაძემ.
მისივე თქმით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 40-ით გაიზარდა და ამ დროისთვის ინფიცირებულთა 50 პროცენტზე ნაკლებია.
შეგახსენებთ, ქვეყნის მთავარი კლინიკა ისევ გადასახურია. გამოყოფილი თანხით, მხოლოდ დამიწება, ვენტილაცია და სხვა აუცილებელი პირობა მოგვარდა. რაც შეეხება სახურავს, შენობაც და სახურავიც “ავერსისაა”, შესაბამისად, ჯერ ისიც ვერ გაირკვა, სახელმწიფო აიღებს მის გადახურვას თავის თავზე, თუ “ავერსი”. პრემიერი გახარია ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში დაპირდა კლინიკას ახალ შენობას – თუმცა, ჯერ დანაპირები არ ჩანს.
“ალიამ” გადაწყვიტა, სანამ ინფექციური კლინიკა ამ დღეშია, კოვიდთან დაკავშირებული ყველა ახალი ამბავი, ინფექციურის ამ ფოტოთი გააშუქოს, მანამ, სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება.
კომენტარები