ექიმი ზაზა თელია:
„D ვიტამინი – სუპერმენი არ არსებობს!
ბოლო პერიოდია საქართველოში D ვიტამინის დანამატის სახით მიღების ბუმია, ასევე კატასტროფულად გაზრდილია 25(OH)D ლაბორატორიული კვლევის დანიშვნა ექიმების მხრიდან, ასევე ის ლამის რუტინულ კვლევად იქცა და პროფილაქტიკის მიზნით მისი მიღება “მოდაშია” და ეს “მოდა” COVID-19-ის დროს უფრო პოპულარული გახდა.
სამეცნიერო მტკიცებულებათა სწრაფი მიმოხილვა
…..და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია რენდომიზირებულმა კვლევებმა…..
1. რამოდენიმე ობსერვაციული კვლევა ირწმუნებოდა, რომ D ვიტამინის ნაკლებობა ასოცირებულია კიბოს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მომატებულ რისკთან.
და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია 26 000 ადამიანზე ჩატარებულმა რენდომიზირებულმა კლინიკურმა კვლევამ (NCT01169259, JoAnn E. Manson, et. al)
დასკვნა: D ვიტამინის დანამატის სახით მიღებამ ვერ აჩვენა უფრო დაბალი რისკი კიბოს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკისა პლაცებოსთან შედარებით.
2. ობსერვაციული კვლევები ირწმუნებოდნენ დაბალი D ვიტამინის მაჩვენებლის დროს დიაბეტის განვითარების რისკზე.
და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია 2423 ადამიანზე ჩატარებულმა რენდომიზირებულმა კლინიკურმა კვლევამ (NCT01942694, Anastassios G. Pittas, et. al)
დასკვნა: D ვიტამინი დანამატის სახით მიღება არ ამცირებს ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკ პლაცებოსთან შედარებით.
3. ობსერვაციული კვლევები ირწმუნებოდნენ დაბალი D ვიტამინის კავშირს ვარდნასთან (falls) ხნიერ ადამიანებში.
და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია რენდომიზირებულმა კლინიკურმა კვლევამ (NCT00986466, K. Uusi-Rasi, et. al)
დასკვნა: D ვიტამინის მიღება არ ამცირებს ტრავმულ ვარდნის შემთხვევებს ხნიერ ადამიანებში.
4. მართლა სუპერმენია D ვიტამინი?
ანუ შეუძლია მას სიცოცხლის გადარჩენა?
და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია 36 282 ადამიანზე ჩატარებულმა რენდომიზირებულმა კლინიკურმა კვლევამ (NCT00000611, Andrea Z. LaCroix, et. al)
დასკვნა: დანამატის მიღება – კალციუმი + D ვიტამინი არ ამცირებს სიკვდილიანობის მაჩვენებელს პოსტმენოპაუზაში მყოფ ქალებში პლაცებოსთაბ შედარებით.
5. D ვიტამინი და COVID-19
რამოდენიმე კვლევა მიუთითებდა COVID-19-ით ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში დაბალი D ვიტამინის მაჩვენებელზე.
და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია 443 734 ადამიანზე ჩატარებულმა რენდომიზირებულმა კლინიკურმა კვლევამ (Guillaume Butler-Laporte, et. al)
დასკვნა: D ვიტამინის მიღებას დანამატის სახით არ გააჩნია დამცველობითი ფუნქცია COVID-19-გან, ხოლო მთავარი მაჩვენებელი გახლდათ ის რომ ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და დაავადების რთული მიმდინარეობა პირიქით უფრო დაბალი გახლდათ იმ პაციენტებში რომლებსაც ჰქონდათ D ვიტამინის ნაკლებობის გენეტიკური წინასწარგანწყობა.
Interestingly, people genetically destined to have low vitamin D levels were less likely to be hospitalized with COVID-19 or to develop severe disease.
These findings do not support a protective role of increased 25OHD levels on Covid-19 outcomes and may suggest harm. At present, individuals should not use vitamin D supplements to protect against Covid-19 outcomes, and on-going supplementation trials should closely monitor for signals of harm.
შეჯამება: D ვიტამინი დანამატის სახით არ უნდა იქნას მიღებული პროფილაქტიკის მიზნით COVID-19 საწინააღმდეგოდ, ამით შესაძლებელია მივიღოთ ზიანი, არათუ სარგებელი.“
კომენტარები