ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი:
„და მაინც რატომ არ ღირს დაგემართოს ომიკრონი:
– მიუხედავად დაავადების მთლიანობაში შემსუბუქებისა, მაინც დიდი რისკის ვარიანტია ასაკოვანი და ქრონიკული დაავადების მქონე პოპულაციისთვის.
დაავადება გემართება დროში შენი ნების საწინააღმდეგოდ და სოციალური და ოჯახური გარემოსგან გამოგთიშავს მინიმუმ 8 დღე
– შენ შეიძლება ავადმყოფობის დროს გახდე მოწყვლადი ადამიანების დაინფიცირების მიზეზი
– შენი იმუნური პასუხი გასტანს მხოლოდ თვეები და არა მთელი ცხოვრება
– შენ შეიძლება დამატებითი ტვირთი გახდე ჯანდაცვის სისტემისთვის
– თუ შენ ეხლა ავად გახდები, დიდი ალბათობით არ მოგიწევს სამკურნალო პრეპარატების მიღება (პაქსლოვიდი, მოლნუოირავირი, სოტრავიბამი…), რომლებიც ჯერ ჯერობით ძალიან დეფიციტურია მსოფლიოში
– შანსი, რომ ომიკორნის მერე ხანგრძლივი კოვიდი დაგრჩეს დიდია
ასე რომ, პირზე და ცხვირზე კარგად მოირგე ნიღაბი (სამედიცინო ან რესპირატორი), თავი შეიკავე შეკრებებისგან, სახლში თუ სამუშაო სივრცე ხშირად გაანიავე და გაიკეთე აცრა (ბუსტერი)!!!“
კომენტარები