გირჩი – მეტი თავისუფლება ახალი ინიციტივით გამოდის – დაბრუნდეს გადახდილი ჯარიმები:
,,პრემიერ ღარიბაშვილის თქმით, იმ პირებს, რომლებსაც პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა, ამნისტია შეეხება.
თუმცა, თანხა უკან არ დაუბრუნდებათ მათ, ვინც ჯარიმა უკვე გადაიხადა, რაც ცალსახად უსამართლოა, რადგან მოქალაქეების დიფერენცირებას ახდენს სრულიად გაუგებარი კრიტერიუმით – სახდელს პატიობს მათ, ვისაც ის ჯერ არ გადაუხდია (არ აპირებდა ან ვერ მოასწრო) და არ პატიობს მათ ვინც მათივე რეგულაციის მოთხოვნა პირნათლად შეასრულა და დაკისრებული ჯარიმები გადაიხადა.
მოვითხოვთ, ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს დაუბრუნდეს პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო გადახდილი ადმინისტრაციული სახდელის სრული ოდენობა.”
კომენტარები