ანი დვალიშვილი
ხელისუფლება კი გამარჯვებით ტკბება და მერე რა, რომ ეს გამარჯვება ვერ იყო ისეთი, როგორსაც ელოდნენ. გუნდის მთავარმა ფავორიტმა კახა კალაძემ მხოლოდ 50 ათასი ხმით მოუგო ნიკა მელიას და ეს 50 ათასი ხმა რეალურად ადმინისტრაციული რესურსია. ამიტომ, საზეიმოდ საქმე რეალურად არ არის, მაგრამ პრინციპით – „გამარჯვებულებს არ ასამართლებენ“, „ოცნების“ ლიდერები საკმაოდ ხისტი განცხადებების გაკეთების უფლებას აძლევენ საკუთარ თავს.
მაშინ, როცა 30 ოქტომბრის ღამეს „ოცნება“ გამარჯვებას ზეიმობდა, ნაციონალური მოძრაობისა და სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები სამოქმედო გეგმაზე მუშაობდნენ. მათ სათითაოდ დაითვალეს როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსი და შეთანხმდნენ იმაზე, რომ აქციები უნდა იყოს მოკლევადიანი, მაგრამ ზედმეტად აგრესიული. რეგიონებიდან ხალხის ჩამოყვანა ფულის ხარჯვაა, რადგან ისინი მეორე, მაქსიმუმ მესამე დღეს უკან ბრუნდებიან. ამიტომ, მთავარი დაწოლა თბილისი, რუსთავი, მარნეული, გარდაბანის აქტივზე გაკეთდება, რაც სასწრაფო მობილიზების შემთხვევაში, 3-4 ათასი მხარდამჭერია და ეს ოდენობა რუსთავის ციხისა და გზის პიკეტირებისთვის სავსებით საკმარისია. და რას აპირებს ხელისუფლება?
„არჩევნების წინ გავრცელებული ჩანაწერი, რომელშიც ბესიკ წერედიანის ხმა ისმის, გაგრძელებას აუცილებლად ჰპოვებს და დაიწყება დაკავებები. დააკავებენ არა ერთ და ორ ადამიანს, რომლებსაც სხვა მტკიცებულებებსაც დაუდებენ და ამით ოპოზიციის რიგით წევრებს მიანიშნებენ, რომ შესაძლოა, ლიდერები ხელშეუხებლები არიან, მაგრამ რიგით წევრებს თავზე ხელს არავინ გადაუსვამს“, – გვეუბნება „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი.
კომენტარები