დღეს გავრცელდა ინფორმაცია, იმაზე, რომ დაკავებულები არიან ძმები კაკულიები. საუბარია იარაღის უკანონო შენახვა შეძენის საქმეზე.
შეგახსენებთ რომ ძმები კაკულიების სახელი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გაჟღერდა.
კურიერის” ინფორმაციით, ძმები კაკულიები გუშინ, გვიან ღამით ორთაჭალაში ნაქირავებ ბინაში დააკავეს. მათი სახელი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის გამოძიებისას არაერთხელ გაჟღერდა .
გავრცელებული ინფორმაციით, ძმები კაკულიები ჭელიძესა და კავილაძეს მკვლელობის სანაცვლოდ ქურდობას დაჰირდნენ. მათი „ნათლობა“ თურქეთში უნდა მომხდარიყო.
არაოფიციალური ინფორმაციით, ვერაზე მომხდარ ტრაგედიას, დიდი ალბათობით, კავშირი აქვს, 21 წლის წინ, მოსკოვში მომხდარ მკვლელობასთან. მაშინ, საკუთარ ავტომობილში ხელნაკეთი ბომბით ქართველი კანონიერი ქურდი დავით კაკულია, მეტსახელად „დათო ტბილისკი“ ააფეთქეს.
გამოძიება, სავარაუდოდ, მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც ნიკა კავარცხელიას მკვლელობა სწორედ კაკულიას შვილებმა რუსეთიდან დაუკვეთეს. ცნობილია, რომ მოკლული ახალგაზრდის მამა, ასევე „კანონი ქურდი“ გია კვარაცხელია, რომელიც სავარაუდოდ, თავის დროზე დათო კაკულიას მკვლელობის საქმეში იყო გარეული.
მკითხველს შევახსენებთ, თუ ვინ არიან მსჯავდებულები ნიკო კვარაცხელიას საქმეში :
22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები – აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით, აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. 15 აპრილს, განაჩენის გამოცხადებას ბრალდებულები არ დასწრებიან. ისინი სასამართლო განხილვების დროს მუხლების კვალიფიკაციას არ ეთანხმებოდნენ. კერძოდ, აკო ჭელიძე აღიარებდა, რომ ნიკა კვარაცხელია მან მოკლა. თუმცა, მისივე თქმით, მას თანამზრახველი არც მკვლელობის ნაწილში ჰყოლია და არც იარაღი შეუძენია გიორგი კავილაძესთან ერთად. რაც შეეხება გიორგი კავილაძეს, ის ორივე მუხლში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა და აცხადებდა, რომ მან მკვლელობის შესახებ წინასწარ არ იცოდა.
შეგახსენებთ, ასევე, 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე წყნეთში დააკავეს. მათ ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.
კომენტარები