ექსპერტი ეკონომიკის დარგში, დემურ გიორხელიძე:
“თუ ქართველს ელემენტარული ღირსება შერჩენია,
თუ ელემენტარული პასუხისმგებლობა გააჩნია
საკუთარი შვილებისა და საკუთარი ოჯახის
მომავლის წინაშე, –
ეს დამპალი განათლების სიტემა უნდა გადავაგდოთ
და
გონებაგახსნილ ქართველ ახალგაზრდას სუპერ-
თანამედროვე უახლესი და ყველაზე საუკეთესო
სისტემა შევუქმნათ!
მერწმუნეთ,
2-3 კაცი თუ მოიძებნება საქართველოში,
ისეთი სპექტრი ურთულესი, ღრმად მათემატიზირებული
საგნებისა წაეკითხოს ახალგაზრდებისთვის, – როგორც მე!
ძნელად მოიძებნება კაცი, იმ სფეროში სამეცნიერო-
კვლევითი საქმიანობა ჰქონოდა ოდესმე, როგორც მე –
მეცნიერების წინა ხაზზე!
ვიცი, რაზეც ვსაუბრობ!
3600 სტუდენტს ვასწავლე, სული ჩავდე მათში,
ახლაც იგივეს ვაკეთებ,
ძალ ღონე არასდროს დამიშურებია, –
რაღაც მინახავს, რაღაც არა,
მაგრამ ვერავინ მასწავლის რა დონის გონებაგახსნილია
ქართველი ახალგაზრდა და რა საოცარი პოტენციალი აქვს!
მსოფლიო დონის ინტელექტია ქართველ ახალგაზრდებში,
სწორად მიმართვის შემთხვევაში, რომ საოცარ შედეგებზე
გავა და ეს პოტენციალი მიზანმიმართულად ნადგურდება
უდამპლესი საგანმანათლებლო სისტემის მეშვეობით,
ახალგაზრდების გარკვეული ნაწილის გათახსირებით,
ფასეულობების აღრევითა და ყალბი ორიენტაციების
კულტივირებით!
სადაც არ არის მეცნიერება, პროფესიონალიზმი და
მისდამიო დამოკიდებულება, არც იქნება სახელმწიფო
და ვერც ქვეყანას შენარჩუნება იქნება შესაძლებელი.
ზღაპრები არ ინარჩუნებს ქვეყანას!
დააკვირდით იდეოლოგიით გამოთაყვანებულ საცოდავ
ახალგაზრდებს, რას ჰგვანან, როგორ აზროვნებენ,
როგორ იქცევიან!
საბედნიეროდ, უმრავლესობა ახალგაზრდებისა საღია,
მაგრამ მათ საკვები სჭირდებათ!
სხვა ყველაფერი მეორეხარისხოცვანია.
ადამიანებმა უნდა იცოდნენ –
ასე თუ გაგრძელდა, ისინი ასამარებენ საკუთარი
შვილების მომავალსა და პერსპექტივას!”
კომენტარები