გამოიტანონ სააშკარაოზე – რაში იღებენ და რაში ხარჯავენ ფულს, მერე გამოჩნდება ყველაფერი. ჩვენ ხომ ვთქვით, რომ კანონს არ ვიღებდით. ახლა ვამბობთ, რომ ამის სანაცვლოდ ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ იკადრონ, გაბედონ და დადონ თავისი ფინანსები. ხომ იძახიან რომ გამჭვირვალეა ყველაფერიო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით განაცხადა.
„თვითკრიტიკული ვიქნები და ვიტყვი, რომ მე მათ [არასამთავრობო ორგანიზაციებს] ვაბრალებ, ვამხელ და ჩემი ვერსიაა, რომ მათი ფინანსების დიდი ნაწილი ამ მომენტში ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერად იხარჯება. დაამტკიცონ სწორი ვარ, თუ ვტყუი. ჩემი ვერსიაა ეს, ამიტომ ტყუილს ვერ დამაბრალებენ. ვერსიის დონეზე ვახმოვანებ მხოლოდ, მაგრამ თქვან, რომ ეს ვერსია არასწორია. მარტო იმას კი ნუ გვიმხელენ ერთი-ორ კარგ საქმეს რომ გააკეთებენ ხოლმე, ამაზე დამფინანსებლებს შეიძლება გადავუხადოთ მადლობა იმ ნაწილში, რაც კარგი საქმე კეთდება. იმ მეორე და უფრო დიდ ნაწილში, სადაც ისინი მხილებულები არიან, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებებს სჩადიან, გამოიტანონ სააშკარაოზე – რაში იღებენ და რაში ხარჯავენ ფულს, მერე გამოჩნდება ყველაფერი. ჩვენ ხომ ვთქვით, რომ კანონს არ ვიღებდით. ახლა ვამბობთ, რომ ამის სანაცვლოდ ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ იკადრონ, გაბედონ და დადონ თავისი ფინანსები. ხომ იძახიან რომ გამჭვირვალეა ყველაფერიო, ხომ ამტკიცებდნენ „ნაცმედიის“ წარმომადგენლები. დადონ რა არის გამჭვირვალე“
კომენტარები