“ჯერჯერობით ვცდილობ თქვენს მიერ დაწყებულ წესების გარეშე ბრძოლაში არ აგყვეთ…” – წერს სოციალურ ქსელში პარტია „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ დამფუძნებელი თამაზ მეჭიაური.
“ზოგიერთი ჩემი კონკურენტის საყურადღებოდ!
უზნეობის ყველა ზღვარს გადასცდა თქვენი ზოგიერთი მხარდამჭერის ქმედებები, როცა თქვენს შტაბში შექმნილი ტროლების, ანუ ყალბი გვერდების მეშვეობით ხდება ჩემი და ჩემი მხარდამჭერების შეურაცხყოფა და თქვენი განდიდება.
თანაც, ამ ტროლებს აშკარად ერთი დედა ჰყავს…
დააოკეთ, თორემ იძულებული გავხდები უფრო დავაკონკრეტო…
ჯერჯერობით ვცდილობ თქვენს მიერ დაწყებულ წესების გარეშე ბრძოლაში არ აგყვეთ…” – წერს მეჭიაური.
კომენტარები