ჟურნალისტი, ნელი ვარდიაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“2 თვე გავიდა არჩევნებიდან და უკვე ვერ ვპოულობ ხელისუფლების ქმედებებით კმაყოფილ ადამიანებს. ბედის ირონიაც ესაა. თურმე ყველას ოცნების ხელისუფლებიდან წასვლა სდომებია და ვინ ხაზავდა არჩევნების დღეს 41-ს, არავინ იცის. მოკლედ, ჩემი თვალით რომ არ მენახა 31 ოქტომბერს აჟიტირებული ოცნებისტები და ხმის მისაცემად ძალით მირეკილი ცხვრები, ფურცლებმომარჯვებული ე.წ. პედაგოგები და სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ხელშეწყობილი საცოდაობები, ასევე, მათი სტრაჟნიკი უტვინო გვამები, თავი მართლა პატივსაცემები რომ ჰგონიათ, ვიტყოდი, ხალხი რა შუაშია, ყველაფერში მხოლოდ ჟვანიაა დამნაშავე მეთქი.
ხოდა, ახლა შეირგეთ გაძვირებული დენი, გაძვირებული გაზი, გაძვირებული მედიკამენტები და გაასმაგებული კრიმინალი. ალალ იყოს…
ისე, როგორც გავიგე, ერთი კვირის განმავლობაში წნორში დააყაჩაღეს რამდენიმე ოჯახი და გაიტანეს ფული, გაძარცვეს მეგატექნიკის მაღაზიაც და წაიღეს ძვირადღირებული ტელეფონები. ყველა შემთხვევაში, დამნაშავე დღემდე მიუწვდომელია, მეტიც, პოლიციას ერთ-ერთი დაყაჩაღებული ოჯახისთვის უთქვამს, ახლა შენი 700 ევროს გამო გინდა გვაწვალოო?
ხოდა, პოლიციელების წვალება დამნაშავეების დაჭერისთვის საცოდავობა არ არის? მაგათ მხოლოდ მუნდირი აცვიათ პოლიციის, თორემ ისე, დიდი ხანია პოლიტიკას აწვებიან. ჯერ სად ხართ… ისე, რომ იცოდეთ, მონობა და როზგები ყოველთვის ურთიერთპროპორციულია.”
კომენტარები